თავში

თეა წულუკიანმა იტალიის ელჩთან საქართველოში ძეგლთა დაცვის საკითხებზე იმსჯელა

თეა წულუკიანმა იტალიის ელჩთან საქართველო
თეა წულუკიანმა იტალიის ელჩთან საქართველოში ძეგლთა დაცვის საკითხებზე იმსჯელა

თეა წულუკიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ იტალიის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს უმასპინძლეს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა არაერთი მნიშვნელოვანი განხორციელებული პროექტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ძეგლთა დაცვის გაძლიერების კუთხით, დაგეგმილია ოსტატების რეესტრისა და სერტიფიცირების სისტემის შექმნა, რომელიც გააერთიანებს პროფესიონალებს და მხოლოდ მათ ექნებათ ნებართვა, რომ კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის პროცესებში ჩაერთონ. მინისტრმა ამ მიმართულებით იტალიელი კოლეგების როლზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში სამინისტროს მიერ იუნესკოს ეგიდით მოწვეული ექსპერტების საკითხიც, რომლებიც იტალიის მოქალაქეები არიან და საელჩოს ჩართულობა მათი საქართველოში ვიზიტისას მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

იტალიის ელჩმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სამინისტროს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. მან ასევე ისაუბრა კულტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის დანტე ალიგიერის საიუბილეო თარიღის ფარგლებში მოსაწყობ ღონისძიებებზე, სამეცნიერო სიმპოზიუმის გამართვაზე, ერთობლივი გამოფენების ჩატარებასა და არქეოლოგიური მისიების გაგრძელებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system