თავში

თეა წულუკიანმა ნიქოზში აღმოჩენილი სამარხი დაათვალიერა

თეა წულუკიანმა ნიქოზში აღმოჩენილი სამარხი დაათვალიერა
თეა წულუკიანმა ნიქოზში აღმოჩენილი სამარხი დაათვალიერა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნიქოზში აღმოჩენილი სამარხი დაათვალიერა. მან ადგილობრივი მკვიდრის ბადრი დევიძის საკარმიდამო ნაკვეთში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთები, ბრტყელი ცული, რკინის წინდები და ლითონსადნობი ქურის ნიშნები მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად მოინახულა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, არქეოლოგიურ კვლევაში ჩართული იყვნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი და დოქტორანტი ირაკლი სოზიაშვილი.

თეა წულუკიანი არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტების ჩართვის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ პროექტი „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ სამინისტროს მიერ მომავალშიც იქნება მხარდაჭერილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system