თავში

თეა წულუკიანმა "შემოქმედებითი საქართველო"-ს ხელმძღვანელობასთან გამართა

თეა წულუკიანმა "შემოქმედებითი საქართველო"-ს ხელმძღვანელობასთან გამართა
თეა წულუკიანმა შემოქმედებითი საქართველო-ს ხელმძღვანელობასთან გამართა

თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი „შემოქმედებითი საქართველო“-ს ხელმძღვანელობას შეხვდა. მინისტრი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

მინისტრმა „შემოქმედებითი საქართველო“-ს ხელმძღვანელობას სამინისტროს ხედვები გააცნო და აღნიშნა, რომ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი მიმართულება შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობაა. 

თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო მზადაა ამ ორგანიზაციას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს საერთო მიზნების მისაღწევად, რაც, საბოლოო ჯამში, შემოქმედებითი პროცესის გააქტიურებასა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში უნდა აისახოს.

შეხვედრაზე სამინისტროსა და „შემოქმედებით საქართველო“-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system