თავში

თეა წულუკიანი ესტრადის წარმომადგენლებს შეხვდა - PHOTO

თეა წულუკიანი ესტრადის წარმომადგენლებს შეხვდა - PHOTO
თეა წულუკიანი ესტრადის წარმომადგენლებს შეხვდა - PHOTO

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო მინისტრის 3 ივნისის ბრძანებას კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ და აღინიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი არის კულტურაზე ხელმისაწვდომობის ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონებში.

"მინისტრმა მუსიკოსებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და დაგეგმონ ტურნეები რეგიონებში, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ხელმისაწვდომობას კულტურაზე, ხოლო მეორე მხრივ, პანდემიით ხელოვანებისათვის მიყენებული ზიანის შემცირებას მოემსახურება (რაც ასევე სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია).

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა, მათგან სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system