თავში

თეატრალური საზოგადოება სამძიმრის წერილს ავრცელებს

თეატრალური საზოგადოება სამძიმრის წერილს ავრცელებს
თეატრალური საზოგადოება სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს თეატრალური საზოგადოება მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. საზოგადოება სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, რუსთაველის თეატრის კოლექტივსა და მთელ საზოგადოებას.

„შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა, ყველასათვის საყვარელი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, მარინა ჯანაშია.

ქალბატონმა მარინამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1971 წელს.

1968-1980წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1980 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1988 წლიდან კვლავ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა სპექტაკლებში: “ანტიგონე”, “გუშინდელნი”, “რომეო და ჯულიეტა”, “ბერნარდა ალბას სახლი”, “ქალის ტვირთი”, “ტარტიუფი“, “ოტელო”, “ევრიპიდე“, “წელიწადში ერთხელ”, “კავკასიური ცარცის წრე”, “თოლია”, “კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე”, “ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ”; “მოხუცი ჯამბაზები”.

მხატვრულ ფილმებში: “ნუცა”, “დოკერი”, “დილის ნისლივით“, “კუკარაჩა”, “მარადისობის კანონი”, “ხიდი”, “გზის დასაწყისი”, “მარტოხელა მონადირე”, “ცოდვის შვილები”, “ევრიდიკე“, “დინოზავრის კვერცხი” და სხვა.; სატელევიზიო სპექტაკლებში: “თეთრი კურდღელი” (სიდონია), “მე შენ მიყვარხარ” (თეა); მიწვეული იყო თეატრებში: “ვერიკო”, “სამეფო უბნის თეატრი”. 2000 წელს კიშინოვის ფესტივალზე მიიღო პრიზი ოქროს “იონი”. კინოსა და თეატრის მსახიობი.

საქართველოს თეატრალური საზოგადოება მწუხარებას გამოთქვავს ამ დანაკლისის გამო , სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექტივს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system