თავში

ტეილორ სვიფტის შესახებ დოკუმენტურ ფილმს Netflix-ზე ვიხილავთ

ტეილორ სვიფტის შესახებ დოკუმენტურ ფილმს Netflix-ზე ვიხილავთ
ტეილორ სვიფტის შესახებ დოკუმენტურ ფილმს Netflix-ზე ვიხილავთ

ტეილორ სვიფტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "Miss Americana" პრემიერა Netflix-ზე 31 იანვარს გაიმართება.

"Miss Americana" მაყურებელს ტეილორ სვიფტის ცხოვრებისა და მისი ტრასფორმაციის შესახებ მოუთხრობს. "ფილმი მომღერლისა და მისი ცხოვრების ტრანსფორმაციას ეხება. ამ პერიოდში ტეილორმა გააცნობიერა, რომ არა მხოლოდ უბრალო შემსრულებელი, არამედ ძლიერი ქალია, რომელიც სრულად იყენებს მისი ხმის შესაძლებლობებს" - ნათქვამია პრესრელიზში.

ტეილორ სვიფტმა ფილმი გასული წლის ნოემბერში დააანონსა. ამასთან, ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომელთაც ფილმზე მუშაობის პროცესში წააწყდა. ერთ-ერთ ასეთ სირუთულეს ძველ ლეიბლთან უთანხმოება წარმოადგენდა, რომელიც უფლებას არ აძლევდა მისი ძველი სიმღერები ფილმში გამოეყენებინა. თუმცა, ამის მიუხედავად, ტეილორმა სიმღერის გამოყენების უფლება მოიპოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system