თავში

"ტრანსფორმერების" შემქმნელი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ტრანსფორმერების" შემქმნელი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტრანსფორმერების შემქმნელი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ტრანსფორმერების" სათამაშოების სერიის შემქმნელი ჰენრი ორენშტაინი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.

იგი ნიუ ჯერსიში, 15 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

ჰენრი ორენშტაინი 1923 წლის 13 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ ჰრუბიესოვში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს მან მშობლები დაკარგა და ძმასთან ერთად გერმანიაში ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. 1947 წელს ორენშტაინი  შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და ჰასბროში დასაქმდა, სადაც სათამაშოების დამზადება დაიწყო. მან დააარსა სათამაშოების ხაზი Transformers, რომელიც შემდგომში  მრავალი კომიქსების სერიების, ანიმაციური სერიებისა და ფილმების საფუძველი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system