თავში

ცეკვას "ქართული" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

ცეკვას "ქართული" არამატერიალური კულატუსი მიენიჭა
ცეკვას ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცეკვა "ქართული" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა/ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.

"ცეკვა „ქართული“ წარმოადგენს ზოგადქართული კულტურისა და ხელოვნების მხატვრულ ნიმუშს, რომელიც ქართველთა მიერ აღქმული და აღიარებულია, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.

ცეკვა „ქართული“, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, დღეისათვის ინარჩუნებს ისტორიულად განპირობებულ სოციალურ, კულტურულ და ესთეტიკურ ფუნქციებს.ამასთანავე,ცეკვა „ქართული“, როგორც სახელოვნებო სფეროს სასცენო სანახაობის მეტად პოპულარული და საყოველთაოდ გავრცელებული ნიმუში, მყარად ინარჩუნებს სტაბილურობას", - ნათქვამია კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system