თავში

“წერე ქართულ კინოზე” - კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!

“წერე ქართულ კინოზე” - კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!
“წერე ქართულ კინოზე” - კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!

ეროვნული კინოცენტრის კონკურსი „წერე ქართულ კინოზე“, რომლის მიზანია კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა, დასრულდა 

კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადავიდა 11 კონურსანტი, საბოლოოდ კი მათ შორის შეირჩა 3 გამარჯვებული:

  1. პირველი ადგილი: აკაკი ჭაბაშვილი
  2. მეორე ადგილი: გიორგი მიქაბაძე
  3. მესამე ადგილი: ეთერ ფარჩუკიძე

გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი ჯილდოები:

  • პირველი პრიზი – გამარჯვებული დაესწრება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. კინოცენტრი დააფინანსებს ფესტივალზე დასწრებას 5 დღის მანძილზე, მათ შორის აკრედიტაციას, მგზავრობას, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს. თუ ფესტივალი პანდემიის მიზეზით გადაინაცვლებს ონლაინ-სივრცეში, სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება ამ ფორმატში ფესტივალზე დასწრებისთვის საჭირო აკრედიტაციით და ჯილდოს სახით მიიღებს 3 000 ლარს.
  • მეორე პრიზი – პრიზის მფლობელი დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
  • მესამე პრიზი – პრიზის მფლობელი დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system