თავში

წლის ყველაზე ცუდი მსახიობები და ფილმები ოქროს ჟოლოსთვის იბრძვიან

წლის ყველაზე ცუდი მსახიობები და ფილმები ოქროს ჟოლოსთვის იბრძვიან
წლის ყველაზე ცუდი მსახიობები და ფილმები ოქროს ჟოლოსთვის იბრძვიან

"კატები" "ოქროს ჟოლოს" სხვადასხვა ნომინაციაში, ნომინანტთა შორის, ყველაზე ხშირად მოხვდა. ჰოლივუდის ყველაზე ცუდი კინოპროექტების დაჯილდოვებამდე, ნომინირებულთა სია გახდა ცნობილი. 

მამაკაცის როლის ყველაზე ცუდი შესრულებისთვის დევიდ ჯონ ტრავოლტა, მეთიუ მაკკონაჰი, ჯეიმს ფრანკო, სილვესტერ სტალონე და დევიდ ჰარბური იბრძვიან. 

ყველაზე ცუდი ქალი მსახიობის წოდებას კი ენ ჰეთეუეი, ტაილერ პერი, ჰილარი დაფი, რებელ უილსონი ან ფრანჩესკა ჰეიუორდი მიიღებს. 

რაც შეეხება უცუდეს ფილმს - ნომინანტებს შორის არიან: Cats; The Fanatic; The Haunting of Sharon Tate; Rambo: Last Blood Avi Lerner და A Medea Family Funeral. 

აღსანიშნავია, რომ "ჯოკერი" ერთადერთი ფილმია, რომელმაც წელს "ოსკარისა" და "ოქროს ჟოლოს" ნომინაციები ერთდროულად მიიღო. 

"ოქროს ჟოლოს" გუნდმა ნომინანტთა შესახებ საზოგადოებას ტრადიციული, სახალისო ვიდეოთი შეატყობინა:

"ოქროს ჟოლოს" დაჯილდოება დღეს, ტრადიციულად, ამერიკის კინოაკადებიის ჯილდოს, "ოსკარის" გადაცემამდე 24 საათით ადრე გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system