თავში

ცნობილი ადამიანები ავსტრალიის გადასარჩენად - PHOTO - VIDEO

ცნობილი ადამიანები ავსტრალიის გადასარჩენად
ცნობილი ადამიანები ავსტრალიის გადასარჩენად - PHOTO - VIDEO

ავსტრალიაში ხანძარი გასული წლის სექტემბრიდან მძვირვარებს. აღნიშნულ კატასტროფას ემსხვერპლა სულ მცირე  24 ადამიანი და ასობით მილიონი ცხოველი. 

ავსტრალიის დასახმარებლად მთელი მსოფლიო გაერთიანდა. მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც მილიონობით დოლარს რიცხავენ ავსტრალიის გადასარჩენად და საზოგადოებას ქველმოქმედებისაკენ მოუწოდებენ.

ფიბი ვოლერ-ბრიჯი - ბრიტანელი რეჟისორი და მსახიობი ავსტრალიის გადასარჩენად აუქციონსზე კაბას ჰყიდის, რომელიც The Golden Globe-ზე ეცვა.

ლეონარდო დიკაპრიო - ოსკაროსანი მსახიობი  გარემოსდაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული. მან ავსტრალიის გადასარჩენად 3 მილიონი დოლარი გადარიცხა.

ავსტრალიის NBA-ს მოთამაშეები - ბენ საიმონსმა NDA-ს მოთამაშეებთან ერთად 750,000 დოლარის შემოწირულობა გაიღო. 

კრის ჰემსვორთი - წარმოშობით ავსტრალიელმა მსახიობმა 1 მილიონი დოლარის ოდენობით შემოწირულობა გაიღო.

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი - წყვილმა ავსტრალიის გასახმარებლად 500,000 დოლარი გადარიცხა.

მეტალიკა - ჯგუფმა ხანძრის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციებს 500,000 დოლარი გადაურიცხა.

ელტონ ჯონი - მომღერალმა ავსტალიის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გადარიცხა. 

Pink - მომღერალმა ადგილობრივ სახანძრო ორგანიზაციის ანგარიშზე 500,000 ლოდარი გადარიცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system