თავში

ცნობილი დოკუმენტალისტი ლეონ გასტი გარდაიცვალა

​ცნობილი დოკუმენტალისტი ლეონ გასტი გარდაიცვალა
ცნობილი დოკუმენტალისტი ლეონ გასტი გარდაიცვალა

ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და 1997 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში "ოსკარის" ლაურეატი ლეონ გასტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა კოლეგამ მეირა ბლუნშტეინმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

”ის იყო დიდი რეჟისორი, ადამიანი, რომელსაც სრული სიხარული მოჰქონდა, ჩემთვის ძალიან საყვარელი და ძვირფასი მეგობარი. მადლიერი ვარ ყველა საღამოსთვის, რაც მასთან ერთად გავატარე. ის ყველა ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავდა”, - დაწერა მან.

გასტი კინემატოგრაფიით 1960-იანი წლების ბოლოდან იყო დაკავებული. რეჟისორმა პირველი ფილმი 1972 წელს, ხოლო ბოლო 2015 წელს გადაიღო.

დოკუმენტურმა ნამუშევარმა "როდესაც ჩვენ ვიყავით მეფეები" 1996 წელს მიიღო ჟიურის სპეციალური აღიარება ფესტივალზე Sundance, "ოსკარი" საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და პრიზი Spirit Award. ფილმი მოგვითხრობს ცნობილი მოკრივეების, მოჰამედ ალისა და ჯო ფრეიზერის ჩხუბზე, რომელიც 1975 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა.

ასევე მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ბოლოდროინდელი ფილმი იყო "დაამსხვრიე მისი კამერა", რომელიც 2010 წელს გამოვიდა და პაპარაცების პიონერის, რონ გალელას შესახებ მოგვითხრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system