თავში

უიტნი ჰიუსტონმა გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, $9.5 მილიონი გამოიმუშავა

უიტნი ჰიუსტონმა გარდაცვალებიდან
უიტნი ჰიუსტონმა გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, $9.5 მილიონი გამოიმუშავა

როგორ გამოიმუშავა უიტნი ჰიუსტონმა გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, 9.5 მილიონი დოლარი?! - გასული 12 თვის განმავლობაში, გარდაცვლილი ვარსკვლავის შემოსავალმა 9,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეტწილად Primary Wave-ის საქმიანობითაა გამოწვეული. Primary Wave მომღერლის მემკვიდრეობის აღორძინებას ემსახურება. უიტნი ჰიუსტონი Forbes-ის 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი, გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების რეიტინგში პირველად შევიდა. უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ კი, დიჯეი Kygo-მ სიმღერა დააქავერა, რაც დღეს-დღეობით უზომოდ პოპულარულია.

როგორც Observatory-ი წრეს, მომღერლის სიმღერებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უსმენს. ჰიუსტონის სიმღერას Higher Love-ს აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, შვეიცარიასა და გერმანიაში ოქროს სტატუსი მიენიჭა, ხოლო დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში – პლატინის. ირლანდიაში კი სიმღერა ორჯერ გახდა პლატინის სტატუსის მფლობელი. Spotify-ის მომხმარებლებმა Higher Love-ს 175 მილიონჯერ მოუსმინეს. ბოლო 12 თვის განმავლობაში, უიტნი ჰიუსტონის სიმღერებს მხოლოდ აშშ-ში საშუალოდ, 800 მილიონჯერ მოუსმინეს. წინა წელს კი ეს მაჩვენებელი 500 მილიონი იყო.

ლეგენდარული მომღერლის მიერ შესრულებული Higher Love-ის ქავერ-ვერსიის ისტორია 1990 წელს დაიწყო. სიმღერის ორიგინალი ვარიანტი 1986 წელს გამოვიდა, ჰიუსტონმა კი საკუთარი ვერსია 4 წლის შემდეგ ჩაწერა. ეს სიმღერა ალბომის იაპონური ვერსიის დამატებით ტრეკად ჩაიწერა. თავად უიტნი ჰიუსტონმა ის პირველად ცოცხლად 1990 წელს იაპონიაში ტურნეს დროს შეასრულა.

უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში, აშშ-ში, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, ის კოკაინით გამოწვეული გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system