თავში

"უხილავი საქართველო“ - ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო - PHOTO

"უხილავი საქართველო“ - ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო - PHOTO
უხილავი საქართველო“ - ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო - PHOTO

ფოტოგრაფიით 2 წლის წინ დაინტერესდა, როდესაც გადაწყვიტა იტალიაში დანახული სილამაზე ფირზე აესახა.

თავიდან არქიტექტურული და ქუჩის ფოტოგრაფია იტაცებდა, თუმცა ფოტოჟურნალისტიკის აღმოჩენის შემდეგ, გადაწყვიტა გადაეღო ადამიანები და ის გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

ნიკოლო ვინჩენცო მე-10 კლასის მოსწავლეა. დაიბადა იტალიაში, დედით ქართველი, ხოლო მამით იტალიელია. 2020 წელს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრის (ICP) ფოტოგამოფენაზე ნიუ-იორკში.

ფოტოპროექტი „უხილავი საქართველო“ ავტორის პირველი მასშტაბური საავტორო გამოფენაა. მის ნამუშევრებში ასახულია თბილისის ცენტრალურ ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება და მათი ემოციები.

 

„მათი გადაღების შემდეგ, როდესაც უკეთ გავიცნობდი, პატარა ქაღალდზე თავიანთ ოცნებებს ვაწერინებდი. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდა ადამიანს ოცნება და უბრალოდ წარმატება მისურვა და მადლობა გადამიხადა ფოტოს გადაღებისთვის წერილში“.

სერია  "უხილავი საქართველო"  შედგება 60 ფოტოსგან, რომელიც ავტორმა, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში დააგროვა, აქედან 48 წარდგენილი იყო გამოფენაზე. 

„უფრო ხშირად ფირით ვიღებდი. შავ-თეთრი ფირის ეფექტი მომწონს, იმიტომ რომ უფრო მეტ რაღაცას ვაკეთებ , იძლევა საშუალებას დავფიქრდე, რას ვიღებ , რადგან ახლიდან ვერ მოვახერხებ გადაღებას, როგორც ციფრულ ფოტოაპარატზე“.


„პროექტი დავიწყე შარშან, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში , წინასაახალწლო სამზადისი იყო. თავიდან მერიდებოდა ადამიანების გადაღება, მათი რეაქციის მეშინოდა. მაგრამ უკვე შემიძლია ნებისმიერ ადამიანს გადავუღო, არ მომერიდება უფრო ღიად ვგრძნობ თავს“.

ნიკოლო ვინჩენცო კიდევ ერთ ფოტოპროექტზე მუშაობს, სახელწოდებით „ოქროსფერი სოფელი“.

„1 წლის წინ გადავწყვიტე აღმეწერა სოფლის ცხოვრება საქართველოში. კახეთში პერიოდულად მიწევს ჩასვლა, ახალი ადგილების და ხალხის გაცნობა. ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი ფოტო და მოგონება დამიგროვდა“.

„ძალიან მიყვარს ხელოვნება, მიტაცებს ფოტოჟურნალისტიკა და მინდა ამ საქმიანობას ბოლომდე გავყვე და ჩავუღრმავდე. 10 წლის შემდეგ მინდა დავუბრუნდე ამ ფოტოპროექტს. ვნახო, რა ცვლილებები მოხდა, რა შეიცვალა მათში, რაზე ოცნებობენ , ვფიქრობ, საინტერესო იქნება“.

ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტოს ფოტოგამოფენა „უხილავი საქართველო“ საქართველოს ისტორიის მუზეუმში დღეს დასრულდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system