თავში

უკრაინა Netflix-ს უჩივის

უკრაინა Netflix-ს უჩივის
უკრაინა Netflix-ს უჩივის

სერიალ Emily in Paris-ში გამოხატული სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, უკრაინა სტრიმინგ სერვის Netflix-ს უჩივის. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

უკრაინის კულტურის მინისტრის განცხადებით, უკრაინელი გოგონას სახე, რომელიც სცენარისტებმა შექმნეს "შეურაცხმყოფელია". მეორე სეზონში უკრაინელი პეტრა, მთავარ გმირ ემილისთან ერთად მოგზაურობისას მაღაზიებს ძარცვავს. გარდა ამისა, უკრაინელ პერსონაჟს  უგემოვნოდ აცვია და  დეპორტაციის ეშინია.

“ვნახეთ უკრაინელი ქალის კარიკატურული სურათი, რაც მიუღებელია. ეს შეურაცხმყოფელიცაა”, - აცხადებს კულტურის მინისტრი.

მანამდე სერიალი  საფრანგეთში გააკრიტიკეს, პარიზისა და მისი მაცხოვრებლების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system