თავში

"უჟმური ხასიათი მაქვს" - ალენ დელონი 86 წლისაა

"უჟმური ხასიათი მაქვს" - ალენ დელონი 86 წლისაა
უჟმური ხასიათი მაქვს - ალენ დელონი 86 წლისაა

ალენ დელონი 86 წლის გახდა. მსოფლიო კინოს ისტორიაში ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა მსახიობი გამოჩენისთანავე იპყრობს მილიონობი მაყურებლის ყურადღებას. ალენ დელონი მრავალი თაობის კერპია. მას ძალზე წარმატებული სამსახიობო კარიერაც აქვს, - 73 ფილმში შესრულებული როლი. 

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე სექსუალურმა და ნიჭიერმა მსახიობმა ბევრი ცნობილი მსახიობის გული დაიპყრო. რომი შნაიდერი, ბრიჯიტ ბარდო, როზალი ვან ბრემენი და ა. შ. 

დელონმა უდიდესი გავლენა იქონია 50-60-იანი წლების მამაკაცის მოდაზეც. 

ალენ დელონი 1935 წლის 8 ნოემბერს დაიბადა, ზოდიაქოთი მორიელია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ღმორიელი პირქუში და იდუმალია, უცნაური თვისებებით გამორჩევა, ბუნებით შემნოქმედია. მეგობრების თქმით, ალენ დელონს ეს თვისებები ახასიათებს. თუმცა, ზოგიერთი მისი მეგობარი აღნიშნავს, რომ ის ხშირად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ.
" მე ღრიანკალი ვარ, მომხიბვლელი ბუნება და საძაგელი, უჟმური ხასიათი მაქვს, რამაც ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება შემახვედრა. ადამიანებთან, ვისთანაც ვმუშაობ, მკაცრი ვარ, მაგრამ ასეთივე მკაცრი ვარ საკუთარი თავის მიმართაც",- ამბობდა დელონი ერთ- ერთ ინტერვიუში.

ალენ დელონმა უკვე დიდი ხანია, უარი თქვა სამსახიობო ცხოვრებაზე. 2004 წელს მან ინტერვიუ მისცა ჟურნალ “პარი მატჩის”, სადაც განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება.

"- არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მე უკვე კინო-ისტორიის კუთვნილება ვარ. ჩემს ნამუშევართა რიცხვში 5-6 შედევრია, ამიტომ, ძალიან მეშინია, რომელიმე უინტერესო როლით მაყურებელს იმედი არ გავუცრუო".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system