თავში

ვაჟა აზარაშვილს დღეს 85 წელი შეუსრულდა

ვაჟა აზარაშვილს დღეს 85 წელი შეუსრულდა
ვაჟა აზარაშვილს დღეს 85 წელი შეუსრულდა

დღეს ქართველ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, ვაჟა აზარაშვილს 85 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას საქართველოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

"კომპოზიტორის შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. მას ეკუთვნის სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, ნაყოფიერად მუშაობდა მიუზიკლისა და საესტრადო სიმღერის ჟანრში. დაწერილი აქვს შვიდი ინსტრუმენტული კონცერტი სხვადასხვა სოლო საკრავისა და ორკესტრისათვის. ფართო მსმენელმა ვაჟა აზარაშვილი შეიყვარა მელოდიური, ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერების გამო. იგი ავტორია 250-მდე საესტრადო სიმღერის, მათ შორის: „დინამო, დინამო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ხევსურული ბალადა“, „ისევ წვიმს“ და სხვა", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ვაჟა აზარაშვილი არაერთი პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელია. ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიები, არის საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის მფლობელი და სხვა.

2017 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system