თავში

ვენეციის კინოფესტივალი ალმოდოვარის ფილმით გაიხსნება

ვენეციის კინოფესტივალი ალმოდოვარის ფილმით გაიხსნება
ვენეციის კინოფესტივალი ალმოდოვარის ფილმით გაიხსნება

ვენეციის 78-ე კინოფესტივალი  ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმოდოვარის "პარალელური დედების" (Madres paralelas) ახალი ფილმის პრემიერით დღეს გაიხსნება.

ჩვენებას წინ უძღვის საზეიმო ცერემონია, რომლის დროსაც საპატიო "წმინდა მარკოზის ოქროს ლომი" კარიერული მიღწევებისთვის და კინოს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის იტალიელ მსახიობსა და რეჟისორს რობერტო ბენინის გადაეცემა. მეორე საპატიო ლომი ამერიკელ მსახიობს ჯეიმი ლი კერტისს გადაეცემა. მას 8 სექტემბერს დააჯილდოებენ.

სულ "წმინდა მარკოზის ლომებზე" 21 ფილმია ნომინირებული. წელს ძირითად კონკურსში 5 იტალიური ფილმია შესული.

წლევანდელი სიახლე საკონკურსო პროგრამა "დამატებითი ჰორიზონტებია", რომელიც რვა ფილმს მოიცავს.

მთავარი კონკურსის საერთაშორისო ჟიურის სამხრეთ კორეელი რეჟისორი ბონგ ჯუნ-ჰო. ხელმძღვანელობს, რომელმაც ფილმისთვის "პარაზიტები" (Gisaengchung, 2019) კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი და ოსკარი მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system