თავში

"ვენომის" ახალი თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

"ვენომის" ახალი თრეილერი გამოქვეყნდა
ვენომის ახალი თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

Sony Pictures-მა "ვენომის" მეორე ნაწილის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა. 

ფილმში მთავარი გმირის, ედი ბროკის როლს კვლავ მსახიობი ტომ ჰარდი შეასრულებს.

ახალ ტრეილერში მსახიობი ვუდი ჰარელსონიც გამოჩნდა, რომელიც მთავარი ანტაგონისტის, კარნაჟის, იგივე კლეტუს ქესიდის როლში მოგვევლინება.  

ფილმის მსოფლიო პრემიერა 24 სექტემბერს არის დაგეგმილი.

კინოკომპანია Sony-მ "ვენომის" მეორე ნაწილზე მუშაობა 2019 წლის იანვარში დაიწყო. სიუჟეტის მიხედვით, რეპორტიორ ედი ბროკის სხეულს, რომელსაც მსახიობი ტომ ჰარდი ასრულებს, უცხოპლანეტელი-სიმბიოტი ეუფლება, რომელიც მას სუპერძალას სძენს, მაგრამ მთლიანად ამონებს და იმას აკეთებინებს, რაც უნდა. 

"ვენომის" პირველი ნაწილი 2018 წელს გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system