თავში

ვილნიუსის სკვერში თბილისის მერიის "ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა - PHOTO

ვილნიუსის სკვერში თბილისის მერიის "ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა
ვილნიუსის სკვერში თბილისის მერიის ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა - PHOTO

მთაწმინდის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ ვილნიუსის სკვერში, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი ბიგ-ბენდის სოლისტებმა შეასრულეს.

ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილეები დაესწრნენ. 

„ვილნიუსის სკვერი, რომელიც მთაწმინდის ერთ-ერთ თვალსაჩინო და ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, შეესაბამება ყველა იმ მოთხოვნას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. დღევანდელი კონცერტიც ეძღვნება მთაწმინდელებს, რომლებსაც ამ სკვერს, ასე ვთქვათ, ვაბარებთ. თბილისის მერიის პრიორიტეტი არის გამწვანების ღონისძიებები და მუნიციპალიტეტი ყველა უბანში აქტიურად განახორციელებს მსგავს სამუშაოებს “, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.

ვილნიუსის სკვერის პროექტის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია და იგი ლიეტუვის მხარემ საჩუქრად გადასცა თბილისს.

სკვერის სრული რეაბილიტაცია მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ,ვაიდას რამოშკამ შექმნა და თბილისს უსასყიდლოდ გადასცა. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system