თავში

ვისთან გააბა რომანი ანჯელინა ჯოლიმ

ვისთან გააბა რომანი ანჯელინა ჯოლიმ
ვისთან გააბა რომანი ანჯელინა ჯოლიმ

პაპარაცების ეჭვით, მსახიობ ანჯელინა ჯოლის ყოფილ მეუღლესთან, ჯონი ლი მილერთან რომანი აქვს. გამოცემა Daily Mail წერს, რომ მსახიობმა ის ნიუ-იორკში უკვე ორჯერ მოინახულა.

15 ივლისს ჯოლი, 17 წლის ვაჟთან, პაკსთან ერთად, მილერს ესტუმრა. პაპარაცებმა ის დააფიქსირეს, როდესაც დედა-შვილი მსახიობის სახლში შედიოდნენ.

უქმეებზე კი 46 წლის ანჯელინამ და 48 წლის ჯონიმ ივახშმეს. პაპარაცებმა ჯოლის ფოტოები მილერის სახლთანაც გადაუღეს. ხელში მას ძვირადღირებული ღვინო ეჭირა.

ჯონი ლი მილერი ანჯელინა კოლის პირველი მეუღლეა. ისინი ერთმანეთს 1995 წელს, ფილმ "ჰაკერების" გადაღებისას შეხვდნენ და ერთი წლის შემდეგ იქორწინეს. მაშინ ჯოლი 20 წლის იყო, მილერი - 23-ის.

ერთი წლის თავზე წყვილი გაეყარა ერთმანეთს, თუმცა ოფიციალური განქორწინება 1999 წელს გაფორმდა. დაშორების მიზეზად დატვირთული სამუშაო გრაფიკები დასახელდა. ყოფილმა ცოლ-ქმარმა თბილი და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system