თავში

Warner Bros-ი Dune-ის მეორე ნაწილს გადაიღებს

Warner Bros-ი Dune-ის მეორე ნაწილს გადაიღებს
Warner Bros-ი Dune-ის მეორე ნაწილს გადაიღებს

Warner Bros-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენ სარნოფი აცხადებს, რომ კინოკომპანია ფილმ Dune-ის გაგრძელებას გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

როგორც ცნობილია, ფილმის ახალ ნაწილში რეჟისორი დენი ვილნევი გეგმავს მეტი ყურადღება მსახიობ ზენდაიას პერსონაჟზე გაამახვილოს.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ Legendary Pictures-მა Dune-ის რიმეიქის რეჟისორად ფრანგულ-კანადელი კინორეჟისორი დენი ვილნევი დანიშნა.

ფილმის პირველი ეკრანიზაცია ამერიკელ რეჟისორ დევიდ ლინჩს ეკუთვნის. წიგნის პირველი ადაპტაცია 1984 წელს გამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system