თავში

ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმი მალე დიდ ეკრანზე

ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმი მალე დიდ ეკრანზე
ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმი მალე დიდ ეკრანზე

ზაზა ურუშაძის უკანასკნელ ფილმი “ანტონი” საქართველოში 8 ივლისს გამოვა დიდ ეკრანზე.

ფილმი „ანტონი" სამი ქვეყნის — საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ის კოპროდუქციაა. გადაღებები მიმდინარეობდა უკრაინაში, გერმანიასა და საქართველოში.

ფილმის სცენარი კანადელი მწერლის დეილ ეისლერის რომანის „ანტონი, მისი მეგობარი და რუსული რევოლუცია" მოტივებზე დაიწერა. ეისლერი გერმანელი კოლონისტების შთამომავალია და მან ნაწარმოები თავისი ბიძის მოგონებების მიხედვით დაწერა.ფილმი გერმანული და ებრაული წარმოშობის ბიჭების მეგობრობაზეა. მწერლის ბიძა მთავარი გმირის ანტონის პროტოტიპია.

ზაზა ურუშაძე ვარშავის 29-ე კინოფესტივალის ლაურეატია, სადაც მისმა ფილმმა „მანდარინები“ პრიზი „საუკეთესო რეჟისურისთვის“ დაიმსახურა. რეჟისორის სხვა ნამუშევრებია „კატაპლექსია“ (1985), „ორი წვიმიანი დღე“ (1987), „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989), „აქ თენდება“ (1998), „სამი სახლი“ (2008).

ზაზა ურუშაძის გახმაურებული ფილმი „მანდარინები“ 2015 წელს ესტონეთის სახელით გახდა „ოსკარის“ ნომინანტი კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. ხოლო 2016 წელს ურუშაძის ფილმი გახდა ანტონიო გაუდის სახელობის კატალონიური პრემიის მფლობელი ნომინაციაში „საუკეთესო ევროპული ფილმი“.

ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გასული წლის 7 დეკემბერს მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system