თავში

ჟუჟუნა ჩხეიძე გარდაიცვალა

ჟუჟუნა ჩხეიძე გარდაიცვალა
ჟუჟუნა ჩხეიძე გარდაიცვალა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თეატრის მსახიობისა და ღირსების ორდენის კავალერის, ჟუჟუნა ჩხეიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

ჟუჟუნა ჩხეიძე 1953 წლიდან დღემდე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობდა. თეატრის დამსახურებულ მსახიობს 1997 წელს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ქალბატონი ჟუჟუნას მოღვაწეობას. 

მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული თეატრისთვის", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system