თავში

11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზესტაფონის საქალაქო სასამართლომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წინასამართლო სხდომა 2020 წლის 19 ოქრომბერს 15 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ფრიდონ აბჟანდაძის 11 წლის შვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 23 აგვისტოს საკუთარ ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.

2020 წლის 25 აგვისტოს აბჟანდაძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system