თავში

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
13 წლის გოგოს მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

"13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა", - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყება აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისაძიებას ახორციელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავებმა ზ.მ. 19 თებერვალს დააკავეს. 21 თებერვალს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება

აქვე, პროკურატურა მოუწოდებს მედიასა და საზოგადოებას, გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და, არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, ასევე, დაზარალებულთან კომუნიკაციის მცდელობისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანი ძალდობის მსხვერპლის ინტერესების შელახვა და მეორეული ვიქტიმიზაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system