თავში

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ბაბუა დააკავეს

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ბაბუა დააკავეს
14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ბაბუა დააკავეს

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე მისი ბაბუა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი - 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა. 

ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული" - აცხადებენ უწყებაში. 

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს.მიოზარდის დედის თქმით, მომხდარის შემდეგ გოგოს ბიძები სასტიკად გაუსწორდნენ.

მისი თვითმკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციამ 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დაკავა. მას თექვსმეტ წელს მიუღწევლ პირთან სექსუალურ კავშირში ედებოდა ბრალი, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახალი ბრალდება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეც წარუდგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system