თავში

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის კაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი იხილავდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს. მიოზარდის დედის თქმით, მომხდარის შემდეგ გოგოს ბიძები სასტიკად გაუსწორდნენ

მისი თვითმკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციამ 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დაკავა. მას თექვსმეტ წელს მიუღწევლ პირთან სექსუალურ კავშირში ედებოდა ბრალი, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახალი ბრალდება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეც წარუდგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system