თავში

14 წლის მოზარდის ბაბუა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

14 წლის მოზარდის ბაბუა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
14 წლის მოზარდის ბაბუა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ქობულეთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 10-ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. მისი განმარტებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.

როგორც ცნობილია, დაკავებულ 76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს 14 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება სამ ეპიზოდს ედავება. თავის მხრივ, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია და ბრალდებული სოლომონ ცეცხლაძე მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს.

წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს, 14:00 საათზე ბათუმის საქალქო სასამართლოში გაიმართება.

შეგახსენებთ, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს.

მოზარდის დედის თქმით, მომხდარის შემდეგ გოგოს ბიძები სასტიკად გაუსწორდნენ.

მისი თვითმკვლელობიდან მეორე დღეს პოლიციამ 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. მას თექვსმეტ წელს მიუღწევლ პირთან სექსუალურ კავშირში ედებოდა ბრალი, რაც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ახალი ბრალდება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეც წარუდგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 23 წლის ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე დღეს მისი ბაბუაც დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system