თავში

14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე ორი მუხლით ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლეს

14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე ორი მუხლით ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლეს
14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე ორი მუხლით ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 24 წლის კაცს. მას პროკურატურა ბრალს სდებს არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირსა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში. მოსამართლემ ბრალდებული თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაწილში გაამართლა და დამნაშავედ ცნო მხოლოდ არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცს არც ეს დანაშაული ჩაუდენია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. საპირისპროს ამტკიცებს გარდაცვლილი გოგოს დედა, რომელმაც აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ ბათუმის სასამართლომ გამოიტანა მსუბუქი სასჯელი, რომელსაც გაასჩივრებენ.

14 წლის ნინის ცხედარი 2021 წლის თებერვალში ნახეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, საკუთარი სახლის ეზოში. გამოძიების თანახმად, მოზარდის თვითმკვლელობას წინ უძღოდა სექსუალური კავშირი ახალგაზრდა კაცთან და ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონას მიმართ ბაბუის მუქარა და ძალადობა.2021 წლის აგვისტოში, ქობულეთის სასამართლომ ბაბუა დამნაშავედ ცნო მხოლოდ ძალადობაში და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system