თავში

15 წლიანი პატიმრობა მამის მკვლელობისთვის

15 წლიანი პატიმრობა მამის მკვლელობისთვის
15 წლიანი პატიმრობა მამის მკვლელობისთვის

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი 2019 წლის 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალად ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2019 წლის 23 იანვარ, ვანის რაიონის სოფელ სულორში შვილმა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მკვლელობის მიზნით, მამას სცემა, რის შედეგადაც თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system