თავში

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს.

შსს-მ მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა.

პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system