თავში

17 მაისის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში საქმე წააგო

17 მაისის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში საქმე წააგო
17 მაისის საქმეზე საქართველომ სტრასბურგში საქმე წააგო

სტრასბუგრის ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა, იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ავრცელებს.

"სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება. 

ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდება 5 ივლისის მოვლენების დროს ხელისუფლების უნიათობა და ძალადობის წახალისება", - წერს სიმონიშვილი.

აღნიშნულის შესახებ ასევე წერს ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი", რომელიც გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს:

2013 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება გამოქვეყნდა: 

  1. ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3) დისკრიმინაციასთან კავშირში (მუხლი 14);
  2. დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) დისკრიმინაციულად (მუხლი 14) - წერს პრაიდი.

გაეცანით გადაწყვეტილებას სრულად: https://cutt.ly/mYN9Yai.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system