თავში

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას
19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე, ვაპირებთ ვიშუამდგომლოთ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე, - ამის შესახებ 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობის არანაირი მოტივი არ ჰქონია და აღნიშნული ფაქტი, გაუფრთხილებლობის გამო მოხდა.  

"დაცვის მხარე, ვაპირებთ ვიშუამდგომლოთ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე. ჩვენ შევეცდებით, რომ დავასაბუთოთ ჩვენი შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების მიზნებთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი დასაბუთებული პოზიცია. 

მოცემულ შემთხვევაში, ყოველგვარი განზრახვა არის გამორიცხული, ეს იყო შემთხვევით მომხდარი ფაქტი. საქმე გვაქვს გაუფრთხილებელ ქმედებასთან  და არავითარ შემთხვევაში განზრახვასთან," - განაცხადა ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ. 

ცნობისთვის, თბილისში, 6 იანვარს 19 წლის მიშო ახლოურის მკვლელობის ბრალდებით, მისი ძმა დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system