თავში

20 ივნისის საქმე - ბრალდების მოწმე პოლიციელმა ბესიკ თამლიანი ამოიცნო

20 ივნისის საქმე - ბრალდების მოწმე პოლიციელმა ბესიკ თამლიანი ამოიცნო
20 ივნისის საქმე - ბრალდების მოწმე პოლიციელმა ბესიკ თამლიანი ამოიცნო

20 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. სასამართლოს ჩვენება სამართალდამცველებმა მისცეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 20 ივნისს მის გვერდით ბრალდებული ბესიკ თამლიანი იდგა, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა და მის კოლეგას ფარი წაართვა. მოწმის თქმით თამლიანს ამ დროს წითელი მაისური ეცვა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system