თავში

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი საპყრობილეს დატოვებს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი საპყრობილეს დატოვებს
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი საპყრობილეს დატოვებს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი, 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს. ინფორმაციას თამლიანის ადვოკატი ადასტურებს.

ლევან იოსელიანის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

მას შემდეგ, რაც თამლიანს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსამართლის განჩინება ჩაბარდება, ის საპყრობილეს დატოვებს.

ეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system