თავში

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლ.ჯ მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლ.ჯ მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლ.ჯ მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ლ.ჯ-ს, რომელიც ამბობს, რომ ციხეში მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი არ შეუცვალა.

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება შესთავაზა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებისთვის, დამატებითი ფაქტობრივი გარემოებებია საჭირო, მათ შორის, ახალი სამედიცინო ცნობა.

მოსამართლის ამ განცხადებამდე, ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ ლ.ჯ-ს ჯანმრთელობა დღითიდღე უკიდურესად მძიმდება, ციხეში კი მას საკადრისს ყურადღებას არ აქცევენ.

ამასთან, ბრალდებულის თქმით, ის ოჯახში ერთადერთი შემომტანია:

“საბოლოოდ შეიძლება იმ დონემდე მივიდე, რომ ვეღარ ავდგე. თქვენ გადაწყვიტეთ, გამქცევი მე არ ვარ, 7 წლის შვილი მყავს,” – თქვა ბრალდებულმა პროცესზე.

პროცესზე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა ბრალდებულის მეუღლეც. მას მოსამართლემ სიტყვა არ მისცა, რის შემდეგაც მან მოსამართლე უთხრა: "ის მაინც გაითვალისწინეთ, რომ დღეს შვილი მყავს მშიერი". 

დაცვის მხარე თანხამაა შინაპატიმრობაზეც. ბრალდების მხარე წინასწარი პატიმრობის შეცვლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს პროცესს დააზარალებს. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მონაწილეობით მათ გარკვეული ექსპერტიზების ჩატარება ესაჭიროებათ.

დღეს 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ 5 პირის საქმე განიხილავს. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობას ედავება.

დღესვე, საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულების მხარდასაჭერად მოძრაობა „გავრილოვის პატიმრებმა“, „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგამ და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system