თავში

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი თავისუფალია

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი თავისუფალია
20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი თავისუფალია

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახა ღავთაძე სხდომათა დარბაზიდან 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

კახა ღავთაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კახა ღავთაძემ ბრალი აღიარა. 

20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინაღმდეგობა და მასზე თავდასხმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system