თავში

20 წლის გოგომ საკუთარი ახალშობილი შვილი გაგუდა

20 წლის გოგომ საკუთარი ახალშობილი შვილი გაგუდა
20 წლის გოგომ საკუთარი ახალშობილი შვილი გაგუდა

20 წლის გოგოს საკუთარი ახალშობილის მკვლელობისთვის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით გოგონამ სახლში იმშობიარა და ბავშვი დაბადებისთანავე გაგუდა. შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 2018 წლის თებერვალში მოხდა.

ბრალდებულმა სასამართლოზე დანაშაული აღიარა. 

20 წლის ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 112 -ე მუხლის შესაბამისად გაასამართლეს. ეს მუხლი გულისხმობს „დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე“. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მოსამართლემ ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system