თავში

25 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლო დარბაზში დააკავეს

25 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლო დარბაზში დააკავეს
25 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლო დარბაზში დააკავეს

ყოფილი პოლიციელი, აირი დარსალია, რომელიც გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამანაშავედ ცნო. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ხელბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით 42 წლის ყოფილ სამართალდამცველს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

ჩხოროწყუს პოლიციის მაღალჩინოსანს გამოძიება ახალგაზრდა კაცის გაუპატიურებას ედავებოდა.

საქმის მასალების მიხედვით მან თანასოფლელზე იარაღის მუქარით, ტყეში სექსუალურად იძალადა.

საქმე ეხება 2019 წლის 27 იანვარს მომხდარ დანაშაულს. როგორც დაზარალებული ამბობს, ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა დაურეკა, შეხვედრა დაუთქვა, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და გააუპატიურა.

გიორგი პისკუნოვი ვინაობას არ მალავს და ამბობს. ის ამბობს, რომ პოლიციელი მთელი 2 წლის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც მომხდარის შესახებ ღიად ისაუბრა, პოლიციელი და მისი ოჯახის წევრები ემუქრებოდნენ.

"მანქანაში უკანა სავარძელზე ჩავჯექი. კარის ჩაკეტვის ხმა გავიგე, ვკითხე, რა ხდება-მეთქი, თუმცა სწრაფად წავიდა ტყისკენ, ამოიღო იარაღი და ჩემზე იარაღის მუქარით იძალადა. ამის შემდეგ ავტომობილიდან ჩამაგდო. დაბა მონგირიდან პირდაპირ წავედი სენაკის მიმართულებით, რადგან ეს ადამიანი მოკვლით მემუქრებოდა. ის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოში მუშაობდა და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. მას არაერთ არასრულწლოვანთან ჰქონდა შემხებლობა. როგორც შემდეგ გაირკვა, ძალიან ბევრი არასრულწლოვანი გააუბედურა და დაუნგრია ცხოვრება"- აცხადებს პისკუნოვი. 

ცნობისთვის, შემთხვევა 2019 წელს, სამეგრელოში, ჩხოროწყუში მოხდა. 28 წლის დაზარალებული, რომელიც მაშინ 25 წლის იყო, აცხადებდა, რომ პოლიციელმა იარაღის მუქარით ტყეში გაიტაცა და გააუპატიურა. პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system