თავში

4 არასრულწლოვნისადმი გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა

4 არასრულწლოვნისადმი გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა
4 არასრულწლოვნისადმი გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა მიუსაჯა. 

როგორც Report.ge-ს საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, დაკავებულმა ორი წლის განმავლობაში გარყვნილი ქმედება ოთხი არასრულწლოვნის მიმართ განახორციელა. 

"ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.წ. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.წ.-მ 2018 - 2019 წლებში, ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

სამართალდამცველებმა თ.წ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system