თავში

მცხეთაში აქციაზე 7 პირი დააკავეს

მცხეთაში აქციაზე 7 პირი დააკავეს
მცხეთაში აქციაზე 7 პირი დააკავეს

მცხეთაში მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. მათ შორის 4 მოძრაობა ,,გაბედეს" წევრი, ხოლო 3 ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებთ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოძრაობა ,,გაბედეს" წევრებმა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის ოფისთან აქცია გამართეს. ისინი დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. რა დროსაც ,,გაბედეს" წევრებსა და ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system