თავში

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

არსებული ინფორმაციით, კასპში, 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.

Report.ge შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დედის ადვოკატს, ერმილე ჭეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული დაკსვნა არც უარყო და არც დაადასტურა.

„ვერც ვუარვყოფ და ვერც ვადასტურებ. საქმე ეხება არასწრულწლოვანს შესაბამისად დეტალებზე საუბარი არ მსურს. ზოგადად ყველა სახის ექსპერტიზა ჩატარდა ბრალდების მხარის მოთხოვნით. თუ ოჯახი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საჭიროდ ჩათვლის ამ თემაზე ღიად ვისაუბრებ,“- განუცხადა report.ge-ს, ადვოკატმა ერმილე ჭეიშვილმა. 

ცნობისთვის, შეზღუდული შერაცხადობა ნიშნავს, მდგომარეობას, როცა პირს ფსიქიური დაავადების გამო არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა და ეკონტროლებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი მხარე ან მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. შეზღუდული შერაცხადობისას სრულწლოვანი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება, ხოლო მისი მდგომარეობა მხედველობაში მიიღება მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციისას ან სასჯელის დანიშვნისას, ხოლო არასრულწლოვანი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრუწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, არასრწულოვანმა საკუთარი შვილი საწოლში მოკლა, შემდეგ კი ოჯახი დატოვა და მიიმალა. 16 წლის ქალი სამართალდამცევლებმა მიმდინარე წლის 21 მაისს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system