თავში

8 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, გურჯაანის სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

8 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, გურჯაანის სასამართლომ ბრალდებულს
8 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, გურჯაანის სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა  სასამართლომ, ოჯახური კონფლიქტის დროს, 8 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

სასამართლო პროცესზე, მხარეებმა  არგუმენტები დისტანციურ რეჟიმში წარადგინეს. მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა, ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად, სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებული მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, ოჯახურ კონფლიქტს 8 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 9 მარტს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4- დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system