თავში

ადვოკატი: კალანდია 21 თებერვალს უნდა გათავისუფლდეს

ადვოკატი: კალანდია 21 თებერვალს უნდა გათავისუფლდეს
ადვოკატი: კალანდია 21 თებერვალს უნდა გათავისუფლდეს

პირდაპირ ვაცხადებ, 21 თებერვალს მიხეილ კალანდია სხდომათა დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. მან უნდა გააგრძელოს იურიდიულ ფაკულტეტზე განათლების მიღება. თავის დროზე ის ძალიან მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება, რომელიც ხელისუფლების არანაირ დაკვეთას არ შეასრულებს, - ამის შესახებ კალანდიას უფლებადამცველმა ზურაბ თოდუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, კალანდიას საქმის გაჭიანურება ხელისუფლების ბრალია. როგორც თოდუა ირწმუნება, საქმესთან დაკავშირებით, მათ უტყუარი მტკიცებულებები აქვთ.

,,საქმის ამ კონდიციამდე მიყვანაში, გართულებაში, პირველ რიგში, ხელისუფლებას ვადანაშაულებ. ეს საქმე თავის დროზე რომ კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოძიებულიყო, ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა და დაინტერესებულ პირებს, მით უფრო ზაზა სარალიძეს, არ ექნებოდა იმდენი კითხვა, რისი საფუძველიც მას არაკომპეტენტურმა ორგანოებმა მისცეს. ობიექტური მოსამართლე, იმას, რასაც 21 თებერვალს წავიკითხავ, წერტილსა და მძიმესაც ვერ შეუცვლის, რამეთუ ეს იქნება ზუსტი ანალიზი და დიაგნოზი იმის, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე. ხორავას ქუჩის საქმე სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკურად", - აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოში პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის და განაჩენი 21 თებერვალს გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system