თავში

ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვება

ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვება
ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვება

ადამიანის უფლებათა ცენტრი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთვება და დაზარალებულის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის სამართლებრივ ინტერესებს ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად დაიცავს. 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებს გამოძიებამ ამ დრომდე ვერ გასცა პასუხი. გარდა ამისა, ამ დრომდე არ არის დაკმაყოფილებული დაზარალებულის მოთხოვნები.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზების შედეგები და მტკიცებულებები 4 სექტემბერს გაასაჯაროვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system