თავში

"აბასთუმანში თუ არის კაპეზე, გამიშვან სუფთა ჰაერზე" - სასამართლოში უგულავას პროცესი მიმდინარეობს

"აბასთუმანში თუ არის კაპეზე, გამიშვან სუფთა ჰაერზე" - სასამართლოში უგულავას პროცესი მიმდინარეობს
აბასთუმანში თუ არის კაპეზე, გამიშვან სუფთა ჰაერზე - სასამართლოში უგულავას პროცესი მიმდინარეობს

თბილისში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე დაკავებული გიგი უგულავა მარნეულიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. ის ამ წუთებში პროცესის დაწყებას ელოდება.

"მარნეული მოვიარე, გამიშვებენ კიდე სადმე კურორტზე ხაშურში. აბასთუმანში თუ არის კაპეზე, აბასთუმანის კაპეზეს ვითხოვ, სუფთა ჰაერზე, ან ბორჯომის" - თქვა უგულავამ. 

როგორც გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, პროცესზე არაერთ მტკიცებულებას წარადგენენ, რომელიც დაადასტურებს, რომ გიგი უგულავას აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არ დაურღვევია. 

ცნობისთვის, გიგი უგულავა 2 დღის წინ მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დედაქალაქში ადგილების არა რსებობის მოტივით, უგულავა მარნეულში გადაიყვანეს.

გიგი უგულავას გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კიდევ 14 ადამიანი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system