თავში

შესაძლოა, კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდეს

შესაძლოა, კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდეს
შესაძლოა, კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდეს

მიხეილ კალანდიას საქმეზე მოსამართლემ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს, - ამის შესახებ report.ge-ს კალანდიას უფლებადამცველმა განუცხადა. 

ზურაბ თოდუას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს.

მისივე თქმით, სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარსდგება. მოსამართლეს მიმართავს მიხეილ კალანდიაც. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

ადვოკატის თქმით, ბრალდებული საჯაროდ პირველად მოყვება ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალებს, რაზეც აქამდე უარს აცხადებდა.

,,დიდი ალბათობით, დღეს უნდა გამოცხადდეს განაჩენი. ჩემი დასკვნითი სიტყვა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდება, შემდეგ კალანდია მიმართავს სასამართლოს, ამის შემდეგ კი მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს ველოდებით, სხვა შემთხვევაში ვიტყვი, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დაკვეთასთან", - აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system