თავში

ადვოკატი: ყველაფერი მოსამართლის ნებაზეა დამოკიდებული

ადვოკატი: ყველაფერი მოსამართლის ნებაზეა დამოკიდებული
ადვოკატი: ყველაფერი მოსამართლის ნებაზეა დამოკიდებული

ყველაფერი მოსამართლის ნებაზე დამოკიდებული, - ამის შესახებ არასრულწლოვან ნ.ც.-ს ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ Report.ge-ს შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის კომენტირებისას განუცხადა.

ბერიანიძის თქმით, სასჯელის დანიშვნა სოცმუშაკის ინდივიდუალური შეფასების წარდგენის შემდეგ მოხდება, თუმცა მოსამართლე გადაწყვეტს, რამდენად გაითვალისწინებს ამ შეფასებას.

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, შესაძლებელია თავიდან ბოლომდე პირობითად იქნას ჩათვლილი იმ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც აღნიშნულ ბრალად წარდგენილ ქმედებაში სასჯელის სახით ფიქსირდება, საუბარი მაქვს თავისუფლების აღკვეთაზე, მაგრამ მოსამართლე მტკიცებულებებზე დაყრდნობით წყვეტს როგორი სასჯელი გამოიტანოს. სოცმუშაკების ინდივიდუალური შეფასების შედეგად ახდენს მოსამართლე შეფასებას, თუმცა შეიძლება ეს შეფასება საერთოდ არ გაითვალისწინოს. ყველაფერი მის ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად გაითვალისწინებს და რა კუთხით გაითვალისწინებს ამ შეფასებას", - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ. 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დღეს მათი სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system