თავში

ადვოკატი: 19-20 წლის ადამიანებს კარიერა დაენგრათ

ადვოკატი: 19-20 წლის ადამიანებს კარიერა დაენგრათ
ადვოკატი: 19-20 წლის ადამიანებს კარიერა დაენგრათ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით არსებობს ვარაუდი, რომ მოსამართლეზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგვარი ზემოქმედება. 

"ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება. მოსამართლეს ხმა უკანკალებდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას. ეს მიანიშნებს იმას, რომ მასზე შესაძლებელია განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ, ჩვენს ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, ახლა მათ უწევთ იმის მტკიცება, რომ ამ მძიმე დანაშაულში არანაირი მონაწილეობა მიუღიათ. რათქმაუნდა ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, მათ შორის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს და არა ისე, როგორც ჩვენი შიდა სასამართლოები მსჯელობენ",- ამბობს კობაიძე.

მისივე თქმით, არ აქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. 

"დღევანდელი გადაწყვეტილება არის იმის დასტური, რომ საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო; პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო და სამარცხვინოა, ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ, პირადად ჩემთვის. სამარცხვინოა ის, რომ მოქმედი სპორტსმენები, ახალგაზრდები 19-20 წლის ადამიანებს კარიერა დაენგრათ იმის გამო, რომ ვინმემ არ იფიქროს, როგორ უნდა იმოქმედოს და როგორ უნდა იფიქროს თუნდაც სასამართლომ და თუნდაც პროკურატურამ", - განაცხადა კობაიძემ. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system